ამერიკელი მეცნიერების მტკიცებით, მზის სისტემაში დედამიწაზე 10-ჯერ დიდი ახალი პლანეტა არსებობს
მზის სისტემაში მეცხრე ადგილი შესაძლოა, ახალმა პლანეტამ დაიკავოს. ამერიკელი მეცნიერების მტკიცებით, ის არსებობს და დედამიწაზე 10-ჯერ დიდი ზომისაა. კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტის ასტრონომები აცხადებენ, რომ ახალი პლანეტა ფიზიკურად ჯერ არ დაუნახავთ, თუმცა მოჰყავთ მონაცემები, თუ რა გავლენას ახდენს მისი გრავიტაცია მეცნიერებისთვის კარგად ნაცნობ სხვა ციურ სხეულებზე.