ბილ გეიტსის შვილები მემკვიდრეობის გარეშე დარჩებიან
მილიარდელი ბილ გეიტსი შვილებს მემკვიდრეობას არ დაუტოვებს, რადგან ის ფიქრობს, რომ მათ თავად უნდა შეძლონ საკუთარი თავის უზრუნველყოფა. დედამიწაზე ყველაზე მდიდარი ადამიანის – გეიტსის მეკვიდრეობა გარდაცვალების შემდეგ მის საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება.
58 წლის ბილ გეიტსის ქონება 76 მილიარდი დოლარია, თუმცა მათ შვილებს ალბათ მილიარდელებს ვერც დავუძახებთ. „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელმა განაცხადა, რომ გარდაცვალების შემდეგ მისი მთლიანი ქონება საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხება, რომელიც მსოფლიოში უმსხვილესი საქველმოქმედო ფონდია. ფონდის მიზანია სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება, განათლებისა და სიღარიბის დაძლევა მსოფლიოში.
“ისინი ვერ მიიღებენ მილიარდ დოლარებს, მათ უნდა ესმოდეთ, რომ საჭიროა მუშაობა და სამსახური მათთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს”, – განაცხადა გეიტსმა.
ბილ გეიტსს და მელინდი გეიტსს სამი შვილის ჰყავთ – 18 წლის ჯენიფერ კატარინი,15 წლის რორი ჯონი და 12 წლის ფიბი ადელი. ბილ გეიტსს არაერთხელ განუცხადებია, რომ დიდი ქონება ბავშვებს დათვურ სამსახურს გაუწევს.