“პოზიციას” დახმარებით, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახი 1 წელი უფასო საკვებით იქნება უზრუნველყოფილი

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციამ“ ახალი პროექტი დაიწყო: „რესტორნები სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად“. აღნიშნული სახელწოდების პროექტის ფარგლებში „პოზიცია“ თბილისში, 12 დიდ რესტორანთან თანამშრომლობის საფუძველზე, 12 თვის განმავლობაში 12 სოციალურად დაუცველი, მათ შორის მრვალშვილიანი ოჯახებისთვის საკვებით უზრუნველყოფის ორგანიზებას ახდენს.
ამჯერად, რესტორან „Fly Time“-სა და თბილისში მცხოვრები ერთ-ერთი, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახის მეგობრობას ჩაეყარა საფუძველი. კერძოდ, რესტორანმა „Fly Time“-მა გაბუნიების 6-შვილიანი ოჯახი გაიცნო, სადილით უმასპინძლა და აიღო პასუხისმგებლობა, აღნიშნული ოჯახი 12 თვის განმავლობაში, კვირაში 2-ჯერ მთელი კვირის საკვები მარაგით უზრუნველყოს.
გაბუნიების მრავალშვილიანმა ოჯახმა მადლიერება გამოხატა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მათ ამგვარი გრძელვადიანი თანადგომა გამოუცხადა. პროექტის ფარგლებში, 12 რესტორნიდან თითო რესტორანი თითო ოჯახს მზრუნველობას 1 წლის მანძილზე გაუწევს და იღებს ვალდებულებას, მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფი ოჯახი კვირაში სულ მცირე 2-ჯერ, მთელი კვირის განმავლობაში საკმარისი, მზა საკვებით უზრუნველყოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები