რუსეთში ეროვნული ვალუტა რეკორდულად გაუფასურდა

მოსკოვის ბირჟაზე რუბლი ისევ გაუფასურდა, რუსეთი ეროვნული ვალუტის კურსის რეკორდულ ვარდნას ვერ აჩერებს. რუსული მედიის ცნობით, ერთი ამერიკული დოლარი უკვე 80 რუბლი და ერთი კაპიკი ღირს, ერთი ევრო კი 87 რუბლი და 50 კაპიკია, რაც ისტორიული მაქსიმუმია.
ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ რუსეთის ფინანსთა მინისტრი აცხადებდა, რომ რუბლის კურსის მნიშვნელოვანი რყევები არ იყო მოსალოდნელი, თუმცა, ანალიტიკოსების პროგნოზით, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების დაცემის ფონზე რუბლი კიდევ გაუფასურდება და უახლოეს მომავალში ერთი დოლარი შესაძლოა, 100 რუბლი ღირდეს. ირანისთვის სანქციების გაუქმების შემდეგ ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმა ისევ რეკორდულად დაიწია და 27 დოლარი და 82 ცენტი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები