საბერძნეთის აგრარული სექტორის მუშაკები მასობრივად გაიფიცნენ და გზები გადაკეტეს (ფოტო, ვიდეო)

საბერძნეთში სოფლის მუშაკთა, მეწარმეთა და მეცხოველეობის წარმომადგენელთა ტოტალური გაფიცვაა. ისინი თავიანთი ტრაქტორებით, მინიკომბაინებით და სხვა აგრარული ტექნიკით თავს იყრიან და ბლოკავენ ქვეყნის ძირითად სატრანსპორტო არტერიებს, საბერძნეთის აგრარული სექტორის მომუშავენი ამ გზით ხელისუფლების მიერ საგადასახადო და სადაზღვევო ზომების წინააღმდეგ დაგეგმილ ცვლილებებს აპროტესტებენ.

კომოტინიში პოლიციის წარმომადგენლებსა და აქციის მონაწილეთა შორის დღეს დილით დაპირისპირება მოხდა.

მასობრივი პროტესტის გამო, დღეიდან გაურკვეველი ვადით გაძნელებული იქნება ავტობუსებით, მსუბუქი ავტომანქანებით და გემებით გადაადგილება საბერძნეთის სახმელეთო და საზღვაო გზებზე, რაც, გართულებულ ამინდთან ერთად, დამატებითი დისკომფორტის გარანტიაა.

12620610_1115239435187566_2100584787_o

12625780_1115239418520901_9630753_n

12571403_1115239425187567_2101346467_n

12583739_1115239411854235_339621874_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები