ირანი ევროპას ნავთობზე ფასს უკლებს

 

ნავთობის მსოფლიო ბაზარზე დაბრუნების შემდეგ თეირანმა ევროპას მნიშვნელოვანი ფასდაკლება შესთავაზა. სააგენტო „როიტერი“ ირანის ეროვნული ნავთობკომპანიის მონაცემებს აქვეყნებს და წერს, რომ ”ირან ჰევის” ტიპის ერთი ბარელი ნავთობი, რომელიც ოპეკის კალათაში შედის, 23 დოლარი და 85 ცენტი ღირს.

ევროპელი მომხმარებლისთვის ირანული ნავთობი 6 დოლარი და 55 ცენტით იაფი ეღირება. ფასდაკლების შესახებ გადაწყვეტილება ირანის ხელისუფლებამ მსოფლიო ბაზარზე საუდის არაბეთისთვის კონკურენციის გასაწევად მიიღო. სანქციების გაუქმების შემდეგ ირანმა ნავთობის წარმოება დღეში 500 ათას ბარელამდე გაზარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები