გაერო: ISIS-ის ზოგიერთი ქმედება ერაყში შესაძლოა, შეფასდეს, როგორც სამხედრო დანაშაული

კაცობრიობის წინააღმდეგ ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ზოგიერთი ქმედება ერაყში შესაძლოა, შეფასდეს, როგორც სამხედრო დანაშაული, კაცობრიობის წინააღმდეგ და გენოციდის აქტები,- ინფორმაციას ამის შესახებ “ევრონიუსი” გაეროს ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.

ანგარიში დღეს ჟენევაში გამოქვეყნდა და ერაყში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის მდგომარეობას მიეძღვნა. დოკუმენტის თანახმად, “ისლამური სახელმწიფო” კვლავ განაგრძობს ძალადობის სისტემატური და მასშტაბური აქტების განხორციელებას. ასევე, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების დარღვევას.

“ზოგიერთ შემთხვევაში ეს ქმედებები შესაძლოა, წარმოადგენდეს სამხედრო დანაშაულს, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულსა და შესაძლოა, გენოციდსაც კი”, – ნათქვამია ანგარიშში.

გაეროს მონაცემებით, 2014 წლის პირველი იანვრიდან 2015 წლის 31 ოქტომბრამდე ერაყში 18 ათას 802 ადამიანი დაიღუპა და 36 ათას 245 დაიჭრა, 3 მილიონზე მეტ ადამიანს საცხოვრებლის დატოვება მოუხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები