ოფიციალური მოსკოვი: აფეთქება რუსეთის წინააღმდეგ მიმართული არ ყოფილა

ქაბულში რუსეთის საელჩოსთან აფეთქებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება.
როგორც სამინისტროს განცხადებაში აღნიშნული, „აფეთქება რუსეთის წინააღმდეგ მიმართული არ ყოფილა“. რუსული მხარის განმარტებით, აფეთქების შედეგად საელჩოს არცერთი თანამშრომელი არ დაშავებულა.
რუსეთის საელჩოს შენობის წინ მანქანა აფეთქდა, რომელსაც თვითმკვლელი ტერორისტი მართავდა. ადგილზე ამ დროისთვის პოლიცია მუშაობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები