ქაბულში, რუსეთის საელჩოსთან აფეთქება მოხდა

ქაბულში, რუსეთის საელჩოსთან აფეთქება მოხდა,- ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, შენობის წინ მანქანა აფეთქდა, რომელსაც თვითმკვლელი ტერორისტი მართავდა. ადგილზე მუშაობს პოლიცია. მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. რუსეთს აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები