კალიფორნიაში შტორმის შედეგად გაუჩინარებულ სტუდენტებს ეძებენ

კალიფორნიაში დაკარგულ სტუდენტებს ეძებენ. 5-მეტრიანმა ტალღებმა შტორმის დროს სანაპიროს გადაუარა და სანტა კრუზის უნივერსიტეტის კოლეჯის 5 სტუდენტი გაიტაცა. სამმა ოკეანიდან ამოსვლა მოახერხა. დანარჩენ ორს კი მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

უკვე რამდენიმე დღეა კალიფორნიაში გადაუღებლად წვიმს, რასაც ძლიერი ქარი ახლავს თან. სანტა კრუსში დატბორილია საცხოვრებელი სახლები და გზები. ასობით ოჯახს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

ძლიერმა ქარმა ხეებიც წააქცია, რაც ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს. ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ურჩევს, სახლებთან დამცავი ბარიკადების ასაგებად მოემზადონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები