„მიგრაციული კრიზისის მოსაგვარებლად ევროკავშირს ორი თვე დარჩა“

,,მიგრაციული კრიზისის მოსაგვარებლად ევროკავშირს ორი თვე დარჩა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენგენის ფუნქციონირებას შეწყვეტს’’, – განცხადება ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა გააკეთა.
,,ევროპული საბჭოს მარტის შეხვედრა ბოლო შანსი იქნება იმის გასაგებად, მუშაობს თუ არა ჩვენი სტრატეგია. უარყოფითი პასუხი ჩვენთვის მძიმე შედეგის მომტანი იქნება, რაც შენგენის დაშლამდე მიგვიყვანს. ყველა წევრ სახელმწიფოს ჩვენი სტრატეგიის სრულად რეალიზებისკენ მოვუწოდებ”, – აღნიშნა დონალდ ტუსკმა.
რამდენიმე დღის წინ, იტალიურ გაზეთ ,,სტამპთან” ინტერვიუში ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ევროკავშირისთვის შემდეგი 2-3 თვე გადამწყვეტი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები