ნარმანია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის მინისტრის მოადგილეს შეხვდა

  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ, გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ცენტრალურ ოფისსა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ სამინისტროში შეხვედრები გამართა. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას საუბრის ძირითადი თემა საქართველოში მიმდინარე თვითმმართველობის რეფორმა და რეგიონული განვითარების სტრატეგიები იყო. როგორც გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის მინისტრის მოადგილემ ჰანს იოაჰიმ ფუხტელმა აღნიშნა, საქართველომ ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების მიმართულებით სწორი ნაბიჯები გადადგა და ეს რეფორმა ქვეყანას პოზიტიურ ცვლილებებამდე მიიყვანს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გერმანიას აქტიური მხარდაჭერა შეუძლია საქართველოს მუნიციპალიტეტების ეკონომიკური და ინსტიტუციური გაძლიერებისთვის. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის დახმარებით ქართული მხარე ადგილობრივ მოხელეთა გადამზადების საკითხებზე იზრუნებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები