პაკისტანში უნივერსიტეტზე თავდასხმას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

პაკისტანში ანტიტერორისტული ოპერაცია დასრულდა. ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში მდებარე ბაჩა ხანის უნივერსიტეტზე თავდასხმას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
უმეტესობა უნივერსიტეტის სტუდენტია.
ორმხრივი სროლის შედეგად, სამართალდამცველებმა ოთხი ტერორისტი მოკლეს. ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად 60-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანში მოქმედმა “თალიბანის” დაჯგუფებამ აიღო. ადგილობრივი მედია აცხადებს, რომ სასწავლო დაწესებულებაში ტერორისტები, ადგილობრივი დროით, დაახლოებით 09:30 საათზე შეიჭრნენ. ქალაქი ჩარსადა პეშავარიდან 50 კილომეტრში მდებარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები