სირიის ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა შესაძლოა, გადაიდოს
სირიის კონფლიქტის გადასაჭრელად მიმდინარე ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ჩნდება. შვეიცარიაში სირიის ხელისუფლებასა და ოპოზიციურ ჯგუფებს შორის დაგეგმილი მორიგი შეხვედრა შესაძლოა, გადაიდოს. ბაშარ ასადის მთავრობა შეიარაღებული ჯგუფების დიფერენცირებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთაშორისო მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს. გაერო მხარეებს კონსენსუსისკენ მოუწოდებს.