პაკისტანში უნივერსიტეტი ალყაშია – მიმდინარეობს ორმხრივი სროლა

პაკისტანში ერთ-ერთ უნივერსიტეტს შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ, – ინფორმაციას ამის შესახებ “ბი-ბი-სი” ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე ორმხრივი სროლა მიმდინარეობს. პოლიციამ უნივერსიტეტის კამპუსი ალყაში მოაქცია, სადაც სტუდენტები და სასწავლებლის თანამშრომლები იმყოფებიან. გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები.
როგორც “ბი-ბი-სი” სამართალდამცველებზე დაყრდნობით იტყობინება, ქალაქ ჩარსადაში მდებარე ბაჩა ხანის უნივერსიტეტთან ორი აფეთქება მოხდა.
ადგილობრივი მედია აცხადებს, რომ სასწავლო დაწესებულებაში ტერორისტები ადგილობრივი დროით დაახლოებით 09:30 საათზე შეიჭრნენ. მომხდართან დაკავშირებით სხვა ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები