დიდთოვლობის გამო, სტამბოლის აეროპორტები პარალიზებულია

სტამბოლის ორივე საერთაშორისო აეროპორტი, დიდთოვლობის გამო, პარალიზებულია. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, გადადებულია 315 შიდა და საერთაშორისო რეისი. დროებით შეჩერებულია სასწავლო პროცესიც. ინციდენტების შემცირების მიზნით, დაიხურა სამთავრობო დაწესებულებებიც. სტამბოლში უკვე რამდენიმე დღეა, გადაუღებლად თოვს. გამოდარების შესახებ სინოპტიკოსები პროგნოზს ვერ აკეთებენ. ანალოგიური მდგომარეობაა მოსკოვშიც. აეროფლოტმა 30-ზე მეტი შიდა და საერთაშორისო რეისი გადადო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები