სირიის მხრიდან სკოლის დაბომბვის შემდეგ თურქეთმა საპასუხო შეტევა განახორციელა

თურქეთის სამხედროებმა სირიის იმ პოზიციების მიმართ, საიდანაც სკოლა დაიბომბა, ცეცხლი გახსნეს. გუშინ სირიის მხრიდან თურქეთის მიმართულებით სამი ჭურვი ისროლეს, ერთ-ერთი მათგანი კი სკოლის შენობის ეზოში ჩამოვარდა. აფეთქების შედეგად სკოლის მოსწავლე ერთი გოგონა დაიღუპა, ერთი მოსწავლე ბიჭი კი მძიმედ დაიჭრა. თურქეთმა სროლები იმ მიმართულებით განახორციელა, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებია გამაგრებული. აღნიშნული სკოლა სირია – თურქეთის საზღვრიდან 10 კილომეტრში მდებარეობს. სირიის საზღვარზე დაცვა გაძლიერდა და მას ახლა რამდენიმე ასეული სამხედრო იცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები