დავით ნარმანია: ავტობუსების შესაძენად ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ახალი ავტობუსების შესაძენად ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება. ამასთან, დედაქალაქის მერი, ავტობუსების შემოყვანის საკითხზე საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების გუშინდელ განცხადებებსაც გამოეხმაურა.
ნარმანია ოპოზიციას ურჩევს, რომ განმარტებები გააკეთოს იმაზე, ამდენი ხანი რატომ ვერ მოაგვარეს ავტობუსების პრობლემა, როდესაც მმართველობაში იყვნენ.
„უმჯობესია ოპოზიციამ განმარტებები გააკეთოს იმაზე, ამდენი ხანი რატომ ვერ მოაგვარეს ავტობუსების პრობლემა, როდესაც მმართველობაში იყვნენ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ აბსოლუტურად გაუბედურებული პარკი გადმოგვაბარეს და ყოველდღიურად მწყობრიდან გამოდის ავტობუსები. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, დავაჩქაროთ წინამოსამზადებელი სამუშაოები და გამოვაცხადოთ ტენდერი. საბოლოო ფაზაა ტენდერის გამოცხადებამდე და მას უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ”, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები