მაროკოს პოლიციამ პარიზის ტერაქტების ერთ-ერთი ორგანიზატორი დააკავა

მაროკოს პოლიციამ წარმოშობით მაროკოელი, პარიზის ტერაქტების ერთ-ერთი ორგანიზატორი, ბელგიის მოქალაქე, 30 წლამდე ასაკის ჯელელ ატარი დააკავა,- ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.
გამოძიების ინფორმაციით, ატარი მოლენბეკში ცხოვრობდა. 2013 წელს ის სირიაში იმყოფებოდა, სადაც ისლამურ სახელმწიფოს შეუერთდა და 13 ნოემბრის მთავარ ორგანიზატორს, აბდელჰამიდ აბაუდს შეხვდა. პარიზში 2015 წლის 13 ნოემებრს განხორციელებული ტერაქტების შედეგად, ჯამში, 130 ადამიანი დაიღუპა. ტერაქტის ორგანიზების და განხორციელების ბრალდებით უკვე 15 პირია დაკავებული, მათ შორის 2 საფრანგეთში დააკავეს, 10 – ბელგიაში, 2 – ავსტრიაში, ერთი – გერმანიაში და ერთიც თურქეთში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები