პაკისტანში ტერაქტს 5 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანის ქვეყნის ჩრდილო–აღმოსავლეთ რეგიონში ტერაქტს 5 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი. აფეთქება ჯამრუდის რაიონში მოხდა, სადაც პაკისტანის არმია თალიბანის მებრძოლების წინააღმდეგ ინტენსიურ სამხედრო ოპერაციას ატარებს. ტერორისტმა თავი პოლიციის საგუშაგოსთან აიფეთქა. თვითმხილველთა განცხადებით, თავდამსხმელმა საგუშაგოს მოტოციკლეტი შეაჯახა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები