ალპებში ზვავის ჩამოწოლის შედეგად ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა

ალპებში ზვავის ჩამოწოლის შედეგად ფრანგი ჯარისკაცები დაიღუპნენ. შემთხვევა საფრანგეთში, ვალფრეჟუსის კურორტზე მოხდა. ვალფრეჟუსის კურორტზე 50- კაციანი სამხედრო ქვედანაყოფი წვრთნებს გადიოდა. დაღუპულია 5 ჯარისკაცი. 4 სამხედრო კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ზვავი იმ დროს ჩამოწვა, როდესაც ჯარისკაცები 2 ათას 200 მეტრის სიმაღლიდან თხილამურებით ეშვებოდნენ. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები