„მუსულმანი მიგრანტების ევროპაში ინტეგრაცია პრაქტიკულად შეუძლებელია“
ჩეხეთის პრეზიდენტის მილოშ ზემანის განცხადებით, მუსულმანი მიგრანტების ევროპაში ინტეგრაცია პრაქტიკულად შეუძლებელია.
„დასავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილება, სადაც გეტოები და განცალკევებული რაიონებია, ცხადყოფს, რომ მიგრანტები თავიანთი კულტურით საკუთარ ქვეყნებში უნდა დარჩნენ და ევროპაში არ მივიღოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი კიოლნის სცენარით დასრულდება“, – აღნიშნა მილოშ ზემანმა.
ჩეხეთის პრეზიდენტი ანტიმიგრაციული რიტორიკითაა ცნობილი. მილოშ ზემანმა ადრე განაცხადა, რომ ევროპაში მიგრანტების შედინება ეგვიპტური ორგანიზაცია „მუსლიმთა საძმოს“ ორგანიზებული იყო, რომელიც ევროპაზე კონტროლის მოპოვებას ისახავდა მიზნად.