სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება
სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, – ამის შესახებ განცხადება სერბეთის პრემიერ-მინისტრმა მმართველი „პროგრესული პარტიის“ საბჭოს სხდომაზე გააკეთა.
ალექსანდრ ვუჩიჩის თქმით, არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება ხელისუფლების კონსოლიდაციის მიზნით მიიღო, რადგან შიდა პარტიული უთანხმოება რეფორმებს აფერხებს. სერბეთის მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ 2020 წლისთვის ბელგრადი ევროკავშირის კართან ღირსეული და ორგანიზებული ქვეყნის სტატუსით უნდა წარდგეს და ქვეყანამ რეფორმები სწორედ ამ დროისთვის დაასრულოს. ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ბრიუსელმა ბელგრადთან ფორმალური მოლაპარაკებები გასულ თვეს დაიწყო.