ირლანდიის ქალაქ კორკში Apple-ის ქარხნებიდან 4000-მდე თანამშრომლის ევაკუაცია განხორციელდა
გამოცემა Irish Mirror-ის ინფორმაციით, ირლანდიის ქალაქ კორკში Apple-ის ორი ქარხნიდან დაახლოებით 4000 თანამშრომლის ევაკუაცია განხორციელდა. სამი შენობიდან ევაკუაციის მიზეზი ბომბის არსებობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია გახდა. ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. მიმდებარე ტერიტორიას პოლიცია ამოწმებს. მომხდართან დაკავშირებით ჯერ სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.