კიევი ისრაელს სანქციებით ემუქრება

უკრაინის საელჩომ თელ-ავივში განცხადება გააკეთა, რომლის მიხედვითაც ოფიციალური კიევი ისრაელის კომპანიებისა და ფიზიკური პირების მიმართ სანქციების შესაძლო დაწესებაზე საუბრობს.
როგორც უკრაინის საელჩო განმარტავს, ისრაელიდან სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები საქმან მოლაპარაკებებს მართავენ ყირიმის ნახევარკუნძულზე და იქ კომერციული საქმიანობის დაწყებას აპირებენ. უკრაინის ხელისუფლების გვერდის ავლით, მათ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რაიმე ტიპის მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის კანონების მიხედვით დანაშაულია. ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში 2014 წლის გაზაფხულიდან რეფერენდუმის გზის შევიდა. უკრაინა რეფერენდუმის შედეგებს არ აღიარებს და ნახევარკუნძულს დროებით ოკუპირებულ ტერიტორად მიიჩნევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები