გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში აფრიკული და არაბული წარმომავლობის 40 ადამიანი დააკავეს

დიუსელდორფის პოლიციამ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლს ფარგლებში აფრიკული და არაბული წარმომავლობის 40 ადამიანი დააკავა,- ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშეიტედ პრესი“ ავრცელებს.
პოლიციამ რეიდები 18 ქალაქში ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც 294 ადამიანი შემოწმდა. მათი უმრავლესობა გერმანიაში ჩრდილოეთ აფრიკიდან გადავიდა. დაკავებული 40 ადამიანი გერმანიაში არალეგალურად ცხოვრებაში არის ეჭვმიტანილი.
აღნიშნული ოპერაცია კერ კიდევ 2015 წელს დაიგეგმა და კიოლნის მაცხოვრებლებზე მიგრანტებისგან და ლტოლვილებისგან მასობრივ თავდასხმასთან დაკავშირებული არ არის.
„სტატისტიკურად გერმანიაში ჩადენილი დანაშაულების უმრავლესობა ჩრდილოეთ აფრიკელებზე მოდის“, – წერს სააგენტო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები