კლინტონი ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხში რუსეთის მხარდაჭერას ელის
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი რუსეთთან “ურთიერთობების გადატვირთვას” არ გამორიცხავს, თუმცა, როგორც კლინტონმა პრეზიდენტობის კანდიდატების საჯარო დებატებისას განაცხადა, გადატვირთვა აშშ-სთვის მომგებიანი უნდა იყოს და ახალი სარგებელი მოუტანოს ქვეყანას.
“იყო მომენტები, როდესაც დაძაბული ურთიერთობა გვქონდა რუსეთთან, მაგრამ აუცილებელია მათთან თანამშრომლობა. აშშ-რუსეთის ურთიერთობაში ახალი გადატვირთვა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რას მიიღებს აშშ ამის სანაცვლოდ და რამდენად მომგებიანი იქნება ის შტატებისთვის. ერთ-ერთი ასეთი სარგებელი შტატებისთვის უნდა იყოს რუსეთის მხარდაჭერა ირანის წინააღმდეგ აშშ-ს სანქციების დაწესების საკითხში“, – განაცხადა ჰილარი კლინტონმა.