ნავთობის ფასი 28 დოლარს ჩამოსცდა
სავაჭრო სესიაზე დღეს ბარელი ნავთობის ფასი 28 დოლარს ჩამოსცდა და 27,67 დოლარი შეადგინა. „როიტერის“ ცნობით, ასეთი დაბალი ფასი ბარელზე 2003 წლის შემდგომ არ დაფიქსირებულა. ნავთობის გაიაფება ირანის მიმართ სანქციების მოხსნას და მსოფლიოში ნედლეულის სიჭარბეს უკავშირდება.