გიორგი კვირიკაშვილი ბიზნესსექტორს: მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ თქვენი აზრი, საით მივდივართ

ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ თქვენი აზრი იმაზე, თუ საით მივდივართ ჩვენ, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარე შეხვედრაზე ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს.
როგორც პრემიერმა განაცხადა, ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის მთავარი მიზანია, მაქსიმალური კომუნიკაცია და ბიზნესწრეების ჩართულობა ეკონომიკური პროფილის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
პრემიერმა ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებს ქვეყნისთვის გაწეული საქმეებისთვის მადლობა გადაუხადა.
“დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანია მაქსიმალური კომუნიკაცია და ბიზნესწრეების ჩართულობა ეკონომიკური პროფილის და არა მარტო ეკონომიკური პროფილის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მინდა, უპირველს ყოვლისა, მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ ქვეყნისთვის. მინდა იცოდეთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები ორიენტირებულია იმაზე, თუ რა სჭირდება დღეს ქვეყანას, ეკონომიკას, თითოეულ ეკონომიკურ სუბიექტს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვიცოდეთ თქვენი აზრი, თუ საით მივდივართ ჩვენ, რა არის ჩვენი სტრატეგია, რა არის მოკლევადიანი და გრძელვადიანი ამოცანები”, – მიმართა კვირიკაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები