„ნაციონალები“ იმ ზვიადისტებს დაემსგავსნენ, რომლებიც ფიქრობენ, ზვიადი თეთრი ცხენით დაბრუნდება საქართველოში“

„ნაციონალები“ იმ ზვიადისტებს დაემსგავსნენ, რომლებიც დღესაც ფიქრობენ, რომ ზვიადი თეთრი ცხენით დაბრუნდება საქართველოში“, – აცხადებს მსახიობი ლალი ბადურაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
როგორც ლალი ბადურაშვილი გამოცემასთან აღნიშნავს, მას ძალიან გული დასწყდა, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. თუმცა, იმედი აქვს, რომ გიორგი კვირიკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის გზას გააგრძელებს. მომღერალ ნინი ბადურაშვილის ბებია ამავე ინტერვიუში „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს და მათ ქმედებებზე ეცინება.
„ათასიდან ორი გიჟი მიშისტი თუ დაუდგება მათ გვერდით. იცოდეთ, არ შეგრჩებათ ქვეყნის არევა! თქვენ ის ხალხი ხართ, შეფურთხებულს რომ მოიწმენდს სახიდან და გაივლის. თქვენ მაგივრად მე მრცხვენია. არ დაგიმალავთ, ძალიან დამწყდა გული, ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა რომ დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ პირადად არ ვიცნობ, მისი დიდი გულშემატკივარი ვიყავი და დღესაც ვრჩები. ქართული სულიერების, ცნობიერების დამცველი იყო. ღმერთმა ქნას, იმის ნახევარი შეასრულოს, რა იმედებსაც მასზე ამყარებენ. თუ სურს, ქართველი ხალხის სიყვარული დაიმსახუროს, ქართული ეროვნულობა, ცნობიერება უნდა დაიცვას, ირაკლი ღარიბაშვილის გზა უნდა გააგრძელოს. სააკაშვილის რეჟიმს ბიძინამ დაუსვა წერტილი, თორემ ამ უტიფრებს ვინ მოერეოდა. ამიტომ ჰყავთ ყელში გაჩხერილი. მეცინება, გაუთავებლად რომ ამტკიცებენ, ბიძინა კულისებიდან მართავს ქვეყანასო. შე, დალოცვილო, მიშა უკრაინიდან გმართავს და ბიძინას ხმის ამოღების უფლება არ აქვს?! – აცხადებს ლალი ბადურაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები