რუსეთი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიას არ დაესწრება

რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, რუსეთი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიას არ დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. “ჩვენ გამოვტოვებთ იანვრის სესიას”, – აღნიშნა სლუცკიმ.
შესაბამისი წერილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს უკვე გაეგზავნა.
როგორც ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა, რუსეთი ასამბლეას დაუბრუნდება მას შემდეგ, რაც დელეგაცია ყველა უფლების დაბრუნების გარანტიას მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე 2014 წელს ხმის მიცემის უფლება ჩამოართვეს. ამის მიზეზი რუსეთის მიერ ყირიმის არალეგალურად მიერთება გახდა. რუსეთის დელეგაციამ სანქციების გამო, პროტესტის ნიშნად ასამბლეის სესიები გამოტოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები