ფლორიდის შტატში ტორნადოს 2 ადამიანი ემსხვერპლა და 4 ბავშვი დაშავდა

აშშ-ს ფლორიდის შტატში ტორნადოს 2 ადამიანი ემსხვერპლა და 4 ბავშვი დაშავდა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, მექსიკის ყურიდან შემოსული შტორმი ქალაქებს – ტამპასა და სიესტა-ქის თავს დაატყდა.
განადგურებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. მოსახლეობა გადარჩენილი ნივთების შეგროვებას საკუთარი ძალებით ცდილობს. შტორმმა შეერთებული შტატების მთელ სამხრეთ ნაწილში ქარი და წვიმებიც გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები