ავსტრიამ შენგენის შეთანხმება დროებით შეაჩერა

ავსტრიამ შენგენის შეთანხმების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის კანცლერი ავრცელებს. ვერნერ ფაიმანის განცხადებით, ვენამ აღნიშნული გადაწყვეტილება მიგრაციული კრიზისის გამო მიიღო.
მესაზღვრეები ავსტრიის საზღვართან მისულ ნებისმიერ ადამიანს დოკუმენტებს შეუმოწმებენ. ახალი წესების თანახმად, საზღვარს მხოლოდ ის მიგრანტები გადაკვეთენ, რომლებსაც პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ ფორმალური უფლება აქვთ.
ავსტრიის კანცლერი ასევე ამბობს, რომ მიგრაციული ნაკადების ზრდა შენგენის ზონის არსებობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის, მისი გადარჩენა კი მხოლოდ შიდა საზღვრების დაცვითაა შესაძლებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები