აშშ-მა და ევროკავშირმა ირანს სანქციები მოუხსნეს

აშშ-მა და ევროკავშირმა ირანს სანქციები მოუხსნეს. დასავლეთის ქვეყნებმა აღნიშნული გადაწყვეტილება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადების შემდეგ მიიღეს, სადაც აღნიშნულია, რომ ირანმა ბირთვული პროგრამის შეჩერებასთან დაკავშირებით ყველა პირობა შეასრულა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ირანის ბირთვული შეიარაღების საფრთხე შემცირდა, რის გამოც პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სანქციების მოხსნის ბრძანებას ხელი მოაწერა.
ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ სანქციების მოხსნა თანამოქალაქეებს სოციალურ ქსელ „ტვიტერით“ მიულოცა.
ირანზე სანქციების მოხსნას რუსეთიც გამოეხმაურა. საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის თქმით, საერთაშორისო ხელშეკრულების განსახორციელებლად გადამწყვეტი როლი რუსეთმა შეასრულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები