ვახტანგ ქირიას ცხედარი ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში აღმოაჩინეს

მთავარი პროკურორის მოადგილის, გიორგი გაბიტაშვილის განცხადებით, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში, 24-ე კორპუსში, აღმოჩენილი მამაკაცის ცხედარი ვახტანგ ქირიაა.
როგორც შემთხვევის ადგილზე მისულმა გაბიტაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ქირია სავარაუდოდ, მოკლულია, თუმცა, მისივე თქმით, განცხადება მოგვიანებით გავრცელდება.
ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ ასევე, შს მინისტი გიორგი მღებრიშვილი და მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, თუმცა მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროს პროკურორს ვახტანგ ქირიას რამდენიმე დღეა ეძებენ. ქირია სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. მისი ტელეფონი კი რუსთავში, ქუჩაში იპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები