ირანში ოთხი ამერიკელი პატიმარი გაათავისუფლეს

ირანში ოთხი ირანელი-ამერიკელი გაათავისუფლეს, რომელთაგან ერთ-ერთი, სავარაუდოდ, Washington Post-ის რეპორტიორი ჯეისონ რეზაიანია.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ჟურნალისტი ირანში გასულ წელს შპიონაჟის ბრალდებით გაასამართლეს.
გათავისუფლებულთა ვინაობა არ დასახელებულა, თუმცა Associated Press-ი უკვე ასახელებს ამერიკის მოქალაქეობის მქონე ოთხ პირს, რომლებიც ირანში პატიმრობაში იმყოფებოდნენ და სავარაუდოდ, სწორედ მათი გათავისუფლება მოხდა.
ყოფილი მეზღვაური ამირ ჰეკმატი მიჩიგანის ქალაქ ფლინტიდან.
პასტორი საედ აბედინი აიდაჰოს შტატის ქალაქ ბოისედან და ბიზნესმენი სიამაკ ნამაზი.
Washington Post -ის ცნობით, აშშ-ის ხელისუფლებას ირანის მიერ ამერიკელი პატიმრების, მათ შორის ჟურნალისტ რეაიანის გათავისუფლების ფაქტი ოფიციალურად არ დაუდასტურებია.
ირანულმა სააგენტო „ფარსმა“ კი სამი გათავისუფლებულის ვინაობა დაასახელა: რეიზიანი, ჰეკმატი და აბედინი. სააგენტოს მეოთხე გათავისუფლებულის ვინაობა არ დაუდასტურებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები