იტალიაში გაზის აფეთქებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში საცხოვრებელ სახლში გაზის აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. ამის შესახებ იტალიური გაზეთი La Repubblica იუწყება.
უბედური შემთხვევა ქალაქ არნასკოსთან მოხდა. აფეთქების შედეგად ორსართულიანი შენობა მთლიანად განადგურდა.
ადგილზე მისულმა მაშველებმა ნანგრევებიდან 4 მამაკაცის და ერთი ქალის ცხედარი ამოიტანეს. კიდევ ერთმა ქალმა სხეულის 80%-ის დამწვრობა მიიღო. ის უმძიმეს მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პოლიცია მომხდარის მიზეზების დადგენას ცდილობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები