ტაივანის მმართველი ქვეყნის ისტორიაში პირველად ქალი გახდება

ტაივანში შაბათს გამართულ არჩევნებზე არსებული მონაცემებით, ოპოზიციური დემოკრატიული პროგრესული პარტიის კანდიდატი ცაი ინვენი იმარჯვებს. პირველად ტაივანის ისტორიაში ქვეყნის მმართველი ქალი გახდება.
ტაივანის კანონმდებლობის მიხედვით ხმის მიცემის უფლება 20 წელს გადაცილებულ ყველა ადამიანს აქვს. მთლიანად ქვეყანაში 18,7 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ტაივანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს 4 წლით ირჩევენ და მას ამ თანამდებობის დაკავება ორი ვადის ამოწურვის შემდეგ არ შეუძლია.
ტაივანის არჩევნების შედეგების მიხედვით გადაწყდება, თუ როგორი იქნება ამ ქვეყნის მომავალი ურთიერთობა ჩინეთთან. ქვეყნებს შორის უკვე დიდი ხანია კონფლიქტი არსებობს, ვინაიდან ჩინეთი ტაივანს თავის ტერიტორიად მიიჩნევს.
ამასთან, ტაივანის წინა ხელმძღვანელი პეკინთან ურთიერთობების მოგვარებას მხარს უჭერდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები