აშშ-ში რუსი მაფიოზი მეტსახელად „ბიბა“ დააკავეს

ამერიკელმა სამართალდამცველებმა ბრუკლინში ბორის ნეიფელდი მეტსახელად „ბიბა“ დააკავეს. ნეიფელდი აშშ-ში ქალაქ გომელიდან ჩავიდა და ის „რუსული მაფიის“ პირველი თაობის წარმომადგენელია. ის ფულის გამოძალვაშია ბრალდებული. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
1994 წელს „ბიბა“ ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის დააკავეს. ნარკოტიკები დამნაშავეებს აზიიდან პოლონეთსა და ბელგიაში, ხოლო იქიდან აშშ-ში ჩაჰქონდათ. ნეიფელდმა გამოძიებასთან ითანამშრომლა და ციხეს გადაურჩა.
2008 წელს კი „ბიბა“ სიგარეტის კონტარბანდაში დაადანაშაულეს. გარდა ამისა, ის სხვა საქმეებშიც იყო ეჭვმიტანილი და საბოლოოდ 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.
„ბიბასთან“ ერთად ამერიკელმა სამართალდამცველებმა კიდევ ერთი ემიგრანტი- მაფიოზი ბორის კოტლიარსკი დააკავეს. მასაც ფულის გამოძალვა ედება ბრალად.
Chat Conversation End

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები