სურკოვი ადასტურებს, რომ ნულანდთან შეხვედრაზე უკრაინის საკითხი განიხილეს

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი აცხადებს, რომ პარასკევს კალინინგრადში მას და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ვიქტორია ნულანდს შორის გამართულ მოლაპარაკებაზე უკრაინაში არსებული სიტუაცია განიხილეს.
„ზოგიერთ პრობლამატურ საკითხზე ჩვენ გამოვთქვით იდეები, რომელთა განხილვა „ნორმანდიული ოთხეულის“ ფარგლებში შეიძლება მოხდეს“, – განაცხადა სურკოვმა.
თავის მხრივ, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკება კონსტრუქციული იყო.
ნულანდის და სურკოვის შეხვედრა დახურული იყო და მის შესახებ მხოლოდ წინა დღეს გახდა ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები