ბურკინა – ფასოს და მალის საზღვარზე ავსტრიის ორი მოქალაქე გაიტაცეს

ბურკინა-ფასოს და მალის საზღვარზე ავსტრიის ორი მოქალაქე გაიტაცეს, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის უშიშროების სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, გატაცებულია ცოლ-ქმარი. არის თუ არა ეს გატაცემა ბურკინა-ფასოს დედაქალაქში სასტუმროზე და რესტორანზე თავდასხმასთან რაიმე კავშირში, ამ ეტაპზე უცნობია.
თავდასხმა ბურკინა-ფასოს დედაქალაქ უაგადუგუში პარასკევს გვიან ღამით მოხდა. ტერორისტები სასტუმროს და შემდეგ რესტორანს დაესხნენ თავს. საფრანგეთის საელჩოს ინფორმაციით, ტერორისტების თავდასხმის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა.
წინასწარი ინფორმაციით, სასტუმროს დაჯგუფება „ალ-მურაბიტუნის“ „ბოევიკები“ დაესხნენ თავს, რომლებმაც გასული წლის ნოემბერში მძევლები მალის დედაქალაქში აიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები