ტაივანში არჩევნები დასრულდა

ტაივანში დასრულდა ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის და პარლამენტის არჩევნები. ამჟამად კუნძულზე ხმების დათვლა მიმდინარეობს.
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ არჩევნების შედეგებით გადაწყდება, თუ როგორი იქნება მომავალი ურთიერთობები ტაივანსა და ჩინეთს შორის.
ადმინისტრაციის დღევანდელი ხელმძღვანელი მა ინძუ პეკინთან დაახლოების პოლიტიკას ატარებდა, თუმცა, ახლა ტაივანში სულ უფრო პოპულალური ხდება დემოკრატიული პროგრესული პარტიის კანდიდატი ცაი ინვენი.
შესაძლოა პირველად ტაივანის ისტორიაში ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი ქალმა დაიკავოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები