ჰავაის კუნძულებზე ორმა ამერიკულმა ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა

ჰავაის კუნძულების სანაპიროსთან ორმა ამერიკულმა სამხედრო-სატრანსპორტო ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. თითოეულის ბორტზე 6 ადამიანი იმყოფებოდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ამჟამად მაშველები გადარჩენილებს ეძებენ, თუმცა, ჯერჯერობით, უშედეგოდ. ოკეანეში ვერტმფრენების ნამსხვრევებია აღმოჩენილი. სამძებრო ოპერაციას ძლიერი ღელვა ართულებს.
კატასტროფა ღამის წვრთნების დროს მოხდა. მისი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გუშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჰავაის სანაპიროსთან ორი საჰაერო ხომალდი ერთმანეთს შეეჯახა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები