სომხეთში „ღორის გრიპით“ უკვე 14 ადამიანია გარდაცვლილი

H1N1-ს ვირუსით გამოწვეული გართულებების გამო, სომხეთში უკვე 14 ადამიანია გარდაცვლილი. სააგენტო „ნოვოსტი არმენიის“ ინფორმაციით, ბოლო ფაქტი სამედიცინო ცენტრ „ერებუნიში“ დაფიქსირდა, სადაც 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.
ექიმების თქმით, ახალგაზრდა 1 იანვარს დაავადდა, ხოლო სამედიცინო დაწესებულებას მან მხოლოდ 9 იანვარს მიმართა. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ „ღორის გრიპით“ გარდაცვლილი ბავშვობიდან ცერებრალური დამბლით იყო დაავადებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები