მოსკოვში მეტროს 11 სადგური დაიხურა

დასვენების დღეებში მოსკოვის 11 მეტროს სადგურის ვესტიბიული რემონტის გამო დაიხურა. ამის შესახებ მოსკოვის მეტროპოლიტების პრესსამსახური იუწყება.
„კეთილმოწყობის პროგრამის ფარგლებში დასვენების დღეებში მოსკოვის მეტროს რამდენიმე სადგურის ვესტიბიული დაიხურება.
მეტროში შესასვლელად და ქალაქში გასასვლელად მგზავრები მეზობელი ვესტიბიულების გამოყენებას შეძლებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
მეტროპოლიტენის წარმომადგენლები ბოდიშს უხდიან მოსახლეობას ამ უხერხულობისთვის და ორშაბათიდან მუშაობის ჩვეულ რეჟიმში აღდგენის პირობას დებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები