თურქმენეთში სიგარეტის გაყიდვა აიკრძალა

თურქმენეთის ხელისუფლებამ სიგარეტის გაყიდვა აკრძალა. მოწევის წინააღმდეგ აქციის ფარგლებში, ქვეყნის ხელისუფლების ბრძანებით, რამდენიმე ათასი კოლოფი სიგარეტი გაანადგურეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
პორტალ Chrono-TM-ის ინფორმაციით, სიგარეტის გაყიდვისთვის ქვეყანაში ჯარიმა დაწესდა, რომელიც 1 700 დოლარს უდრის.
მაღაზიების დახლებიდან სიგარეტი მართლაც გაქრა. მაგრამ გაჩნდა „შავი ბაზარი“, სადაც ერთი კოლოფი სიგარეტის ფასი 12 დოლარს აღწევს.
სიგარეტის გაყიდვის აკრძალვა თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანკული ბერდიმუხამედოვმა მოითხოვა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, თურქმენეთი მწეველების რაოდენობით მსოფლიოში ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა. სიგარეტი კი ამ ქვეყანაში მსოფლიოში ყველაზე ძვირია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები