ყაბარდო-ბალყარეთის დედაქალაქში სროლები მიმდინარეობს

ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ნალჩიკში სროლები მიმდინარეობს. ამ რაიონში მეორე დღეა კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი მოქმედებს.
აფეთქებები და სროლა ქალაქში დილიდან ისმის და ამჟამადაც გრძელდება.
სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით, ქალაქის ერთ-ერთ სახლში „ბოევიკები“ აღმოაჩინეს. მათ სამართალდამცველი სტრუქტურების წარმომადგენლებს ცეცხლი გაუხსნეს.
შეტაკების დროს ორი „ბოევიკი“ მოკლეს. ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, ამჟამად სახლში, სავარაუდოიდ, ერთი „ბოევიკი“ რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები