ბარაკ ობამამ უშიშროების საბჭოს წევრებთან “ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის საკითხები განიხილა

„ისლამური სახელმწიფოს“ საბოლოო დამარცხებისთვის აუცილებელია უცხოელ პარტნიორებთან კოორდინაცია და თანამშრომლობა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ შეერთებული შტატების ნაციონალური უშიშროების საბჭოს წევრებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
შესაბამისი ინფორმაცია თეთრმა სახლმა გაავრცელა.
უშიშროების საბჭოს სხდომის ძირითადი საკითხი სწორედ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის გააქტიურება იყო. ბარაკ ობამამ საბჭოს წევრებს შესაბამისი დავალებები მისცა.
ასევე ობამამ აღნიშნა, რომ აუცილებელია სირიისა და ერაყის საზღვრებს გარეთ „ისლამური სახელმწიფოს“ გაფართოების შეჩერება და მის პროპაგანდასთან ბრძოლა. მისი თქმით, ერთ-ერთი მაზანია ტერორისტული დაჯგუფებების დაფინანსების წყაროების აღმოფხვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები