ირანს დღეს, სავარაუდოდ, საერთაშორისო სანქციებს მოუხსნიან

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი დღეს ვენაში მიემგზავრება, სადაც შედგება მისი შეხვედრა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოჰამად ჯავად ზარიფთან. ამ შეხვედრის შემდეგ, სავარაუდოდ, ირანის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმების შესახებ ოფიციალურად იქნება გამოცხადებული. ამის თაობაზე „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ავსტრიის დედაქალაქში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ირანის მიერ ბირთვული პროგრამის თაობაზე აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ მოხსენებას წარმოადგენს.
გასულ წელს თეირანსა და ე.წ. „ექვსეულს“ შორის გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებდა, რომ ამ სფეროში კვლევებს ისლამური რესპუბლიკა მომავალში მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის აწარმოებს.
სანქციების მოხსნის შემთხვევაში ირანს საზღვარგარეთ არსებული ფინანსური რესურსებისადმი წვდომა აღუდგება, რაც აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 50 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამჟამად ეს ანგარიშები გაყინულია.
ასევე თეირანი დღე-ღამეში 500 ათას ბარელამდე ნავთობის ექსპორტის გაზრდას შეძლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები