ბურკინა-ფასოს დედაქალაქში ტერორისტებმა მძევლები აიყვანეს

ბურკინა-ფასოს დედაქალაქში, უაგადუგუში ტერორისტები სასტუმროს თავს დაესხნენ და მძევლები აიყვანეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. 
გვიან ღამით „ბოევიკები“ სასტუმრო Splendid-ში შევარდნენ. მანამდე მათ ქუჩაში მდგომ ავტომობილებს ცეცხლი მოუკიდეს. ადგილზე მობილიზებულია უშიშროების ძალები და პოლიცია.
პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელების ზუსტი რაოდენობა უცნობია, ისინი, სავარაუდოდ, ისლამისტები არიან.
ტელეარხ „ალ ჯაზირას“ ცნობით, თავდასხმის შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები. მათი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები